ახალციხეში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი.

ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რაც შეეხება ახალციხეს, წვიმა და სუსტი თოვლია ნავარაუდევი 17 და 18 მარტს, ღამით ყინვა მინუს 6 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით ტემპერატურა 9 გრადუსამდე გათბება.
| Print |