ასობით აბონენტს დენი გაეთიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მაისს
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში წყალთბილა, ნაოხრები, წინუბანი, ჯულღა, ვალე და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში დიდი ხანჩალი, დილითი, სათხა, კატნატუ და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.