როგორი ამინდია მოსალოდნელი მიმდინარე კვირას სამცხე–ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე კვირას თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
19 სექტემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 23 და ღამით კი 8 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 22, ღამით კი 9 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 24 გრადუსი იქნება, ღამით კი 8. ადიგენში დღისით 20 ღამით 7 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 19, ღამით 3 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 17 -ს, ღამით 2 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 20 გრადუსს, ხოლო ღამით 8 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 16, ღამით კი 5 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 13 გრადუსი იქნება.