სიახლეები
კვირის ბოლომდე ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

17 და 18 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვა.

„მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
| Print |