ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ქ. ნინოწმინდაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს ააშენებს.
თვითმმართველობამ ელექტრონული ტენდერი 255 600 ლარზე
გამოაცხადა.
წინადადებების მიღება 25 აპრილს დაიწყება და 30 აპრილს დასრულდება.
დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ექვს თვეში უნდა განახორციელოს შემდეგი სამუშაოები:
• შენობაში კომუნიკაციების სამონტაჟო სამუშაოები და ტერიტორიის კეთილმოწყობა;
• სამშენებლო სამუშაოები;
• შიდა წყალსადენის ქსელის მოწყობა;
• შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობა;
• შიდა ელ,მომარაგება;
• ვიდეო მეთვალყურეობა;
• კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის მოწყობა;
• გათბობა- გაგრილება -ვენტილაციის სისტემის მონტაჟი;
• სახანძრო სიგნალიზაციის მოწყობა.
შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა სამი წელია.