რეგიონი
აზერბაიჯანი სომხეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს აუქმებს
აზერბაიჯანს არ სურს, რომ საფრანგეთი მონაწილეობას იღებდეს სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში და 7 დეკემბერს, ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან დაგეგმილ ოთხმხრივ შეხვედრას აუქმებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

ალიევის თქმით, მაკრონი “თავს დაესხა” და “შეურაცხყოფა მიაყენა” ბაქოს და შუამავლის როლში არ უნდა გამოდიოდეს. ალიევის აზრით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის ჩაშლას ცდილობს, როდესაც მოითხოვს საფრანგეთის შუამავლობას.

“მაკრონი… თავს დაესხა აზერბაიჯანს და დაგვაბრალა ის, რაც არ გაგვიკეთებია”, - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, საფრანგეთმა “ანტიაზერბაიჯანული პოზიცია” დაიკავა და „შეურაცხყოფას აყენებს” ბაქოს.

“ნათელია, რომ ასეთ გარემოებებში, ასეთი დამოკიდებულებით საფრანგეთს არ შეუძლია იყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი პროცესის ნაწილი”, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნა მიღწეული, ხოლო წინა თვეს პრაღაში ორი ქვეყანა საზრვარზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებაზე შეთანხმდა.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« ივნისი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.