რეგიონი
ბოლო 24 საათში, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 130-მდე საჰაერო იერიში მიიტანა
მძიმე ბრძოლები უკრაინაში - ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაჭრილია 73 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. ოკუპანტებმა 63 სარაკეტო იერიში განახორციელეს სუმის ოლქის საზღვარზე. დაიბომბა რამდენიმე დასახლება. დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მასობრივი დარტყმების გამო ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ ურთულესი ვითარებაა ხარკოვისა და კიევის ოლქებში.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა იპოვის და სამართლის წინაშე პასუხს აგებინებს ყველას, ვინც ქვეყანაზე მიტანილ სარაკეტო დარტყმებში იღებს მონაწილეობას.

"რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მორიგი მძიმე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ტერორისტების სამიზნე იყო კიევი, ხარკოვი, ოდესა, კრივი რიჰი, დნიპრო, ვინიცა, ლადიჟინი, ბურშტინი, ლვოვის ოლქი, ხმელნიცკი და სხვა ქალაქები. ქალაქ დნიპროში რუსული დარტყმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. შენობის ყველა სართული - მეორიდან მეცხრემდე - რუსული რაკეტის აფეთქების შედეგად ჩამოინგრა. ათობით ადამიანის გადარჩენა მოხერხდა - დაჭრილებს, ტრავმირებულებს, მკურნალობა უტარდებათ. მათ შორის არიან ბავშვები , ყველაზე პატარა გოგონა სამი წლისაა.

ნანგრევების გაწმენდა ამ დრომდე გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანია ნანგრევების ქვეშ. სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი ყოველ საათში იზრდება... შესაძლებელია რუსული ტერორის შეჩერება? - კი. შეიძლება ამის როგორმე სხვანაირად გაკეთება, უკრაინაში ბრძოლის გარეშე? - სამწუხაროდ, არა. ეს შესაძლებელია და უნდა გავაკეთოთ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაში, ჩვენს ზღვაში. რა არის ამისთვის საჭირო? - ის იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორების საწყობებშია და რომელსაც ჩვენი მეომრები ასე ელიან.

არანაირ დარწმუნებებს ან დროს არ შეუძლია ტერორისტების გაჩერება, რომლებიც მეთოდურად კლავენ ჩვენს ხალხს რაკეტებით, ირანში ნაყიდი დრონებით, თავიანთი არტილერიით, ტანკებითა და ნაღმმტყორცნებით. მთელმა მსოფლიომ იცის რას და როგორ შეუძლია მათი გაჩერება, ვინც სიკვდილს თესავს. მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც წაიღო რაშიზმმა! მტერი ჩვენს პასუხს ბრძოლის ველზე აუცილებლად მიიღებს. ვიპოვით ყველას, ვინც უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმაში მონაწილეობს და სამართლის წინაშე აგებს პასუხს,
" - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერის, ოლექსანდრ სტუპუნის ცნობით, ბოლო 24 საათში ოკუპანტმა უკრაინის ტერიტორიაზე 130-მდე საჰაერო შეტევა მიიტანა.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.