რეგიონი
უკრაინაში განგაშის უმაღლესი საფეხური გამოცხადდა
კიევის თავზე აფეთქებების გამო 11 აგვისტოს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ ბომბსაცავებში.
რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად უკრაინის დასავლეთში, სამხრეთსა და აღმოსავლეთში დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.
უკრაინის სამხედროების თანახმად, რუსეთმა კიევის ოლქზე თავდასხმისას გამოიყენა ჰიპერბგერითი, მათ შორის Х-47 -"კინდჟალის" ტიპის რაკეტები. კლიჩკოს ცნობით, ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტები დაეცა ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე.
11 აგვისტოს ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, უკრაინის დასავლეთში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 8 წლის ბავშვი.
ხერსონის ოლქში, ქვეყნის სამხრეთში, რუსეთის დრონი თავს დაესხა ჰუმანიტარული ტვირთის განაწილების წერტს.
გავრცელდა ცნობა ასევე, რომ ხარკოვის ოლქში, რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 60 წლის ქალი და დაშავდა 60 წლის კაცი.
დღის განმავლობაში, როგორც გენშტაბი იტყობინება საღამოს საათებში, მოხდა 25 საბრძოლო შეტაკება. უკრაინის არმიის პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე რუსეთის არმიამ განახორციელა 24 საჰაერო თავდასხმა და 37 დარტყმა ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ განადგურებულია უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც მოსკოვში დაუდგენელი მიზნისკენ მიფრინავდა.
11 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა სააგენტო "ტასს" უთხრა, რომ რუსეთის მოიერიშე რაზმებმა გაიუმჯობესეს ტაქტიკური პოზიციები და მოიგერიეს უკრაინის არმიის ოთხი იერიში, ასევე თვითონ განახორციელეს კონტრიერიშები კუპიანსკის არეალში.
რადიო თავისუფლებას არ აქვს მძაფრი საბრძოლო მოქმედების არეალიდან ორივე მხარის ინფორმაციის უტყუარობის შემოწმების შესაძლებლობა.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.