რეგიონი
სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლასა და დიალოგის განახლებაზე შეთანხმდნენ
სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლაზე და ასევე კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა, რომ „მოახდინონ ურთიერთობის ნორმალიზება და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე“.

აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ ცნობაში ხაზგასმულია, რომ მხარეებს შორის ნდობის განმტკიცების შესახებ მოლაპარაკებები აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატს შორის გაიმართა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადების თანახმად, იხელმძღვანელა რა ჰუმანიზმის პრინციპებით, კეთილი ნების ჟესტის სახით აზერბაიჯანის რესპუბლიკა გაათავისუფლებს 32 სომეხ ჯარისკაცს, ხოლო სომხეთის მხარე იმავე მოსაზრებით აზერბაიჯანს 2 სამხედროს გადასცემს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა უახლოეს მომავალში გააგრძელებენ მოლაპარაკებებს ნდობის აღდგენის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ და მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარი დაუჭირონ მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის დამყარებას და დადებით გავლენას მოახდენს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე", - ნათქვამია სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებაში.

ნოემბრის ბოლოს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიანიშნა მზაობაზე, ხელახლა ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებაში აზერბაიჯანთან. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს ბაქო ერევანთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის წინადადებით გამოვიდა. აზერბაიჯანის თანახმად, მოლაპარაკება უნდა შედგეს ორივე მხარისთვის მისაღებ ადგილზე, მათ შორის ორი სახელმწიფოს საზღვრის გასწვრივ.

აზერბაიჯანის წინადადების პასუხად, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 ნოემბერს განაცხადა, რომ ერევანი მზადაა აღადგინოს მოლაპარაკებებში მონაწილეობა იმ პირობით, რომ იგი დაეფუძნება იმ სამ საბაზისო პრინციპს, რომლებიც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, შეთანხმებულია დასავლეთის შუამავლობით წარმოებულ მოლაპარაკებებზე 2022 და 2023 წლებში.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.