სომხეთმა ევროკავშირის მიმართულებით უნდა იფიქროს, მაგრამ მკვეთრი ნაბიჯები არ უნდა გადადგას - სომხეთის ასამბლეის თავმჯდომარე
სომხეთმა უნდა იფიქროს ევროკავშირის მიმართულებით სვლისკენ, მაგრამ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის გარეშე, - ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა.
კითხვაზე: რატომ კეთდება, ერთი მხრივ, განცხადებები, რომ სომხეთი მზად არის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთოს და მეორე მხრივ, უარს ამბობს პოლიტიკური ვექტორის ცვლილებაზე, სიმონიანმა უპასუხა :
„არ მინდა ვიჩქარო, არ მინდა აღმოჩნდეს, რომ ცალმხრივი ნაბიჯები გადაიდგმება. მიმაჩნია, ჩვენი ქმედებები აჩვენებს, რომ დემოკრატიის ბევრ მაჩვენებელში ჩვენ უფრო მაღლა ვდგავართ, ვიდრე ჩვენი მრავალი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც უკვე ევროკავშირის წევრები არიან. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, მაგრამ, ქვეყნის შემთხვევაში, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა არ არის კარგი“, - განაცხადა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა.