რეგიონი
უკრაინას აქვს რამდენიმე სიურპრიზი, რომელიც დაეხმარება მას ბრძოლის ველზე - აშშ
შეერთებული შტატებში მიიჩნევენ, რომ უკრაინას აქვს რამდენიმე სიურპრიზი, რომელიც დაეხმარება მას ბრძოლის ველზე გამარჯვების მიღწევაში, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

,,გვჯერა, რომ უკრაინას აქვს გეგმა, რომელიც მათ შეუძლიათ განახორციელონ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად",- აღნიშნა მეთიუ მილერმა.

მილერი ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემის ჩაძირვის ფაქტსაც გამოეხმაურა. უკრაინის საჰაერო ძალები კი აცხადებს, რომ გასულ ღამეს რუსების მიერ გაშვებული 42 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 38 ჩამოაგდეს.

,,საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხერსონის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ხარკოვის, ვინიცისა და სუმის რეგიონებში 38 "შაჰიდი" გაანადგურა", - წერია განცხადებაში.

როგორც უწყება ამბობს, ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები ოთხი მიმართულებიდან, ჩაუდა, ბალაკლავა-ყირიმი, კურსკის ოლქიდან და ასტრახანიდან გაუშვეს.
| Print |