რეგიონი
აზერბაიჯანმა ყარაბაღის ყოფილი პარლამენტის შენობა დაანგრია
აზერბაიჯანის ხელისუფლება ხანკენდში (სომხური სახელწოდება - სტეფანაკერტი) შენობას ანგრევს, სადაც მანამდე არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის პარლამენტი იყო განთავსებული.

შენობის დანგრევის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, სომხურმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს. შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელეკომპანია Az TV-მ აჩვენა ნგრევის ამსახველი კადრები.

ბაქო ამბობს, რომ შენობა „არ აკმაყოფილებდა არქიტექტურულ მოთხოვნებს“. აზერბაიჯანული მედია იყენებს ფრაზას „უკანონო მშენებლობები“.
| Print |