რეგიონი
სომხეთში დააკავეს აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის 30-ზე მეტი მოწინააღმდეგე
დღეს დილიდან სომხეთის პოლიციამ გადაკეტა ტავუშის პროვინციის ქალაქ იჯევანიდან სოფელ კირანცისკენ მიმავალი გზა და 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ამ რაიონში აპრილიდან გრძელდება მღელვარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის გამო. პროცესის დასრულების შემდეგ ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდება რამდენიმე სოფელი, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთი აკონტროლებდა.

შსს-მ კირანცში შესვლა აუკრძალა ჟურნალისტებსაც. პოლიციის თანამშრომელმა რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის კორესპონდენტს უთხრა, რომ კირანცში სპეციალური ოპერაცია მიმდინარეობს და გზა უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს.

სომხეთის შსს-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე განაღმვის სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ორი ქვეყნის ექსპერტებმა უსაფრთხოდ შეძლონ კოორდინატების დაზუსტება. შსს-ს თანახმად, დააკავეს 31 პირი, რომლებიც დანაღმული ტერიტორიის გადაკეტვას ცდილობდნენ და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირაა, დაკეტილია კირანციდან საქართველოსკენ მიმავალი საავტომობილო გზაც.

მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის კონტროლის სრულად აღდგენის შემდეგ, ბაქომ და ერევანმა მოლაპარაკება დაიწყეს სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომლის მისაღწევად დღის წესრიგში დადგა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხიც. 2024 წლის მარტში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პროცესი დაიწყო.

საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შედეგად სომხეთის ტავუშის რაიონში შემავალი რამდენიმე სოფელი ისევ აზერბაიჯანის გახდება, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის იყო. საზღვრის საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმნენ ევროკავშირი და აშშ.

1 მაისს სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ახალი კონფლიქტი გამოიწვიოს.

2023 წლის 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგულ მთიან ყარაბაღზე და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი.

ყარაბაღზე ბაქოს სრული კონტროლის აღდგენას მოჰყვა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისგან რეგიონის დაცლა.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.