დოკუმენტური ფილმი
როგორ შეცვალეს სოფლის ცხოვრება აწყურის სკოლის მოსწავლეებმა
აწყურის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა თეატრალური სეზონი ვოდევილის პრემიერით და ფესტივალზე მოპოვებული ორი ჯილდოთი დაასრულა. დასი სამი წლის წინ ჩამოყალიბდა და მას შემდეგ აწყურელი მოსწავლეების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ზოგმა ბავშვობის ოცნება აიხდინა, ნაწილმა საკუთარი ძალები მოსინჯა სცენაზე, ზოგიერთისთვის კი დასი დროის პროდუქტიულად გატარების საშუალება იყო. ამ მასალაში მოგიყვებით, როგორ შეიცვალა სოფელ აწყურში ახალგაზრდების ცხოვრება მოსწავლეების და სკოლის ადმინისტრაციის ჩართულობით.

„მანამდე (თეატრალური დასის ჩამოყალიბებამდე) აწყურში ვცხოვრობდით სტანდარტულად, როგორც სოფელს ეკადრება. შემდეგ ჩვენ თითქოს, ერთი ნაბიჯი გადავდგით, რომ თეატრთან ახლოს ვყოფილიყავით“, - გვიყვება გიგა პლაჭიაშვილი, აწყურის სკოლის ყოფილი მოსწავლე და თეატრალური დასის წევრი. თეატრთან ახლოს, სცენაზე თანატოლებთან ერთად, სამი წლის წინ აღმოჩნდა. როცა ახალციხის სოფელ აწყურში გაიგეს, რომ სკოლაში დასი ყალიბდებოდა, ახალგაზრდებს ჯერ ოჯახის წევრების დათანხმება მოუწიათ.

„პირველი რაც ვიკითხე - ექნებოდა თუ არა დაფინანსება. როცა გავარკვიე რომ მოსწავლეებისთვის უფასო იყო, თავიდანვე ჩავერთე. სოფელში რომ გაიგეს, თავიდან ეგონათ, რომ უბრალოდ სკოლის ფარგლებში მოხდებოდა სპექტაკლების დადგმა. ყველას ასე მიგვაჩნდა. რაღაც ბარიერები იყო თავიდან, თუნდაც ოჯახში. ამბობდნენ, სად მიდიხარ, რა გინდა. თავიდანვე დადებითად ხომ ვერ შეხედავდა ყველა? ახლა კი, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა იზრდება, კარგი თაობა მოდის სოფელში, ვინც ძალიან დიდ შედეგს მოიტანს“, - ამბობს მარიამ ჭინჭარაძე.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ აწყურის სკოლის ადმინისტრაციამ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ორგანიზაცია „რეგიონული განვითარების ფონდის“ (mac Georgia) ხელმძღვანელებს წერილობით დაუსაბუთა, რატომ სჭირდებოდათ სოფლის ახალგაზრდებს თეატრალური დასი და რას შეცვლიდა მათი აქტივობები სოფლად.

„სკოლა ავსებდა განაცხადს და ითხოვდა, რომ ამა და ამ მიზეზების გამო, მსურს თქვენი ორგანიზაცია იყოს ჩვენს სკოლაში. აწყურის სკოლიდან გაგზავნილი იყო თხოვნა, რომ რადგან ბავშვებს არ აქვთ შესაბამისი ფინანსური მდგომარეობა, სოფელში არ არის იმდენი შესაძლებლობა, რომ ბავშვი სწორი კუთხით განვითარდეს, სხვადასხვა წრეებს ვგულისხმობ. აწყურის დასის ჩამოყალიბება გადაწყვიტა იმ წერილმა, რომელიც ორგანიზაციას ამ სკოლიდან მიუვიდა. მასში კარგად იყო ჩამოყალიბებული რამდენად იყო საჭიროება ორგანიზაციის სკოლაში შესვლის“, - ამბობს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი და აწყურის დასის რეჟისორი ანი ხუბუტია. ის ახალგაზრდებს ქმართან, მსახიობ ლექსო ჩემიასთან ერთად ხელმძღვანელობს.

„მიხარია, რომ „მოიწამლნენ“ თეატრით და რამდენიმე მათგანს დიდი სურვილი აქვს ამ გზას გაყვეს. ნაწილი უნივერსიტეტში ახალციხეში აბარებს და გვეუბნებიან, იქნებ მესხეთის თეატრში გამოინახოს რამე ადგილი და რაიმეში ჩაგვრთოთ, იქნებ ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა“, - ამბობს ლექსო ჩემია.

რეგიონული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურში, ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა, სადაც შვიდი შეირჩა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთიდან მხოლოდ ერთი - აწყურის სკოლა.

„ჩვენი მიზანი არ არის, რომ ეს ბავშვები აუცილებლად მსახიობები და რეჟისორები გახდნენ. უფრო ორიენტირებულები ვართ კრიტიკულ და თავისუფალ აზროვნებაზე, ბავშვები პიესას არჩევენ, ნაწარმოებს ადარებენ ერთმანეთს, სწორ მეტყველებას და მაყურებელთან კომუნიკაციას სწავლობენ. სკოლებს სამწუხაროდ, არ აქვთ სცენა ან დარბაზი, ამიტომ რეჟისორებს უწევთ სამაგიდო რეპეტიციები საკლასო ოთახებში ჩაატარონ. შემდეგ ვქირაობთ ტრანსპორტს და მიგვყავს სცენაზე, რომ დადგან სპექტაკლი. აწყურის სკოლის მოსწავლეებმა ორჯერ ზედიზედ გრან-პრი აიღეს. ეს დიდი მიღწევაა, არც ერთ დასს არ გაუმარჯვია ზედიზედ ორჯერ“
, - გვითხრა კახა იაკობიძემ, „რეგიონული განვითარების ფონდის“ თეატრალური პროგრამის კოორდინატორმა.

თავდაპირველად სოფელიც და მოსწავლეებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ პირველი სპექტაკლის პრემიერის შემდეგ, დასში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.

„სოფელში ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ხასიათებიც კარგად ვიცით და ეს პირები სცენაზე რომ ვნახე, სრულიად სხვანაირები იყვნენ. ვერც კი დავიჯერე, როგორ გამოუვიდათ მაგალითად, მელიის ამპლუაში ყოფნა. მოულოდნელი იყო, ამაყი და ბედნიერი ვიყავი ჩემი მეგობრების საქმიანობით და მეც მოვისურვე, რომ მათ გვერდით დავმდგარიყავი“, - გვიყვება ნინი დვალიშვილი, რომელიც დასს მეორე სპექტაკლზე მუშაობისას შეუერთდა.

„მსახიობობა თავიდან ძალიან მარტივი მეგონა, მაგრამ როცა მონაწილეობა მივიღე მივხვდი, რომ ძალიან რთული ყოფილა. ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა ჩემში“, - ამბობს მიშიკო უძილაური, რომელმაც სცენის გამო ბავშვობის გატაცება, ფეხბურთის თამაშიც კი დათმო.

დასის ჩამოყალიბება პანდემიის პერიოდს დაემთხვა, ამიტომ მეტყველების გაკვეთილები და პიესაზე მუშაობა ონლაინ მიმდინარეობდა.

„სამაგიდო რეპეტიციები ონლაინ მიდიოდა. შემდეგ ვიკრიბებოდით ან აწყურში, ან ჩვენთან, თეატრის ფოიეში რაღაცას მოვხაზავდით“, - ამბობს რეჟისორი ლექსო ჩემია.

იმის გამო, რომ აწყურში შესაბამისი სივრცე და პირობები არ აქვთ, დასი რეპეტიციებს ახალციხის თოჯინების თეატრში ატარებს. ტრანსპორტირებას „რეგიონული განვითარების ფონდი“ უზრუნველყოფს. სკოლის მოსწავლეები სოფლიდან ახალციხემდე ავტომობილს ყოველ დღე, საღამოს შვიდ საათზე მოჰყავს.

„აწყურში არ გვაქვს სცენა, განათება. ახალციხის თოჯინების თეატრში ბევრი რეკვიზიტია, რაც სპექტაკლში გვჭირდება“,
- ამბობს მიშიკო უძილაური.

პირველი სპექტაკლისთვის რეჟისორებმა „პატარა უფლისწული“ შეარჩიეს. ახალი ჩამოყალიბებული გუნდი აცნობიერებდა, რომ შესაძლებელი იყო, გამოუცდელ ახალგაზრდებს სპეციფიკური როლების გათავისება გასჭირვებოდათ.

„არ მიყვარს, როცა სკოლის მოსწავლეები თამაშობენ ზრდასრულ ადამიანებს. ყოველთვის ვარჩევ შესაბამის თემატიკას, რომ მათზე იყოს მორგებული. ამიტომ იყო პირველი სპექტაკლი ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“,
- გვიხსნის რეჟისორი ლექსო ჩემია.

ახალგაზრდებმა პირველ დავალებას თავი იმდენად კარგად გაართვეს, რომ სპექტაკლი 2022 წლის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულად დასახელდა. ამის გარდა, სპექტაკლმა აიღო ჯილდო საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის.
„ყველაფერი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. მე მერგო მელიის როლი, რომელიც ძალიან მომწონდა, ჩემთან ძალიან ახლოს იყო. სამივე სპექტაკლში ვითამაშე, ყველა როლი სრულიად განსხვავებული ტიპაჟია. მელია საერთოდაც ცხოველია, სიარულის მანერაც კი სხვანაირი უნდა დამეჭირა. სწორედ ეს იყო საინტერესო, რომ განსხვავებული ადამიანების ტყავში შევსულიყავი. საერთოდ არ იყო ჩემთვის ხელოვნური, რომ როცა სცენაზე ვიყავი, ეს როლი უნდა მომერგო“, - გვიყვება ჟანა მოსიძე. მას მიღებული აქვს ჯილდო ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის.

ჟანას მსგავსად, ფესტივალიდან გამარჯვებული არაერთი მსახიობი დაბრუნდა. დასმა ბოლო სპექტაკლი ვოდევილი “უჩინმაჩინის ქუდი“ დადგა, რომელმაც თეატრალურ ფესტივალზე მიიღო გრან-პრი წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის. ვიტალი არუთინოვი კი დაჯილდოვდა მამაკაცის საუკეთესო კომედიური როლის შესრულებისთვის.

„თავდაპირველად მეშინოდა სცენასთან, ხალხთან კომუნიკაცია როგორი იქნებოდა. გამიჭირდა, მაგრამ რეჟისორებმა ჩემგან გამოძერწეს კიკოლი (პიესის გმირი), რაშიც მივიღე ჯილდო მამაკაცის საუკეთესო კომედიური როლის შესრულებისთვის“,
- ამბობს ვიტალი.

მის მსგავსად, ფესტივალიდან გამარჯვებული დაბრუნდა გიორგი გველესიანი. ის 2023 წლის თეატრალურ ფესტივალზე მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს სპექტაკლში „მზიანი ღამე“. ამ სასცენო დადგმამ კიდევ ერთი წარმატება მოუტანა დასს - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება.

სპექტაკლები თანასოფლელებს ჯერ არ უნახავთ, დასი ძირითადად, გასვლით ჩვენებებს მართავდა და ფესტივალებში მონაწილეობდა. მოპოვებული არაერთი გამარჯვებით ოჯახის წევრებს და თანასოფლელებს დაუმტკიცეს, რომ მათ წამოწყებას, ბევრი შრომის შემდეგ, დამსახურებული წარმატება და აღიარება მოჰყვა.
რეგიონულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც აწყურის თეატრალური დასი შეიქმნა, ა(ა)იპ „რეგიონული განვითარების ფონდი“ 2012 წლიდან ახორციელებს. ის მხარს უჭერს საქართველოს მცირერიცხოვან დასახლებებში არსებულ სკოლებს. პროექტის ფარგლებში ცდილობენ, გაზარდონ ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის დონე. ხელს უწყობენ ადგილობრივ თემში არსებული საგანმანათლებლო პრობლემების იდენტიფიცირებას მომავალი მხარდაჭერისა და სწავლის წახალისებისთვის. პარტნიორ სკოლებთან ახორციელებენ კლასგარეშე აქტივობებსა და ბანაკებს, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები ეუფლებიან ინგლისურ ენას, მათემატიკას, ტრადიციულ ცეკვასა და მუსიკას, თეატრალურ ხელოვნებას, კომპიუტერულ უნარებს. აწყურის საჯარო სკოლა პირველია, რომელიც 11 წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთიდან პროექტში ჩაერთო.

„აწყურში გამოვლინდა არაფორმალური განათლების აქტივობების ნაკლებობა, რაც მოულოდნელი არ იყო, რადგან სოფლის სკოლებში პრაქტიკულად, იდენტური პრობლემებია. ვფიქრობ, რომ პროგრამამ გარკვეული ხალისი, მოტივაცია შეიტანა სკოლაში. გვყავს გადამზადებული ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც სისტემატურად ახორციელებენ არაფორმალური განათლების აქტივობებს და პროექტებს. ამ მხრივ ძალიან გაძლიერდა სკოლა, რაც საბოლოო ჯამში, აისახება ფორმალურ განათლებაზე. სკოლა აღარ ასოცირდება სტანდარტული ტიპის გაკვეთილებთან, მოსწავლემ იცის, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ რაღაც აქტივობა ელოდება. სასკოლო ცხოვრება საინტერესო გახდა ბავშვებისთვის“, - ამბობს „რეგიონული განვითარების ფონდის“ პროგრამების მენეჯერი ნიკა ზიბზიბაძე.
აწყურის თეატრალური დასის მსახიობები უკვე სტუდენტები არიან, ამიტომ დასის დატოვება მოუწიათ. ძველი გუნდიდან მხოლოდ ერთი დარჩა, რეჟისორები ახალ წევრებს შეარჩევენ.

„ჩვენთვის, რეჟისორებისთვის ყველაზე რთული ის არის, რომ პირველ სპექტაკლში აბიტურიენტები გვყავდა, დაამთავრეს სკოლა, ჩააბარეს უნივერსიტეტში და წავიდნენ. მეორე სპექტაკლზე ახალი ბავშვები დავიმატეთ, უმეტესობა აბიტურიენტი იყო. მესამე სპექტაკლზეც ახალი გუნდი შევქმენით, ახლა კიდევ ახალი გუნდი გვყავს შესაქმნელი. სულ ცოცხალია ეს პროცესი, ერთთან მთავრდება და მეორესთან იწყება. სულ პროცესში ვართ“, - ამბობს ანი ხუბუტია, რომელიც ლექსო ჩემიასთან ერთად დასის ახალი წევრების შერჩევას იწყებს.

კურსდამთავრებულები, რომლებმაც სამსახიობო ოსტატობა სკოლაშივე შეისწავლეს და ახლა უკვე უნივერსიტეტში სწავლობენ, თეატრთან კავშირის გაწყვეტას არ აპირებენ. მათი ნაწილი საყვარელი საქმიანობის გაგრძელებას ახლა უკვე სტუდენტურ დასში ფიქრობს.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 13 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
ასპინძა 13 °C
img
ადიგენი 16 °C
img
ბორჯომი 14 °C
img
თბილისი 17 °C
img
აბასთუმანი 12 °C
img
ბაკურიანი 10 °C
img
ნინოწმინდა 9 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelerbahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibom giriş casibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanebetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahismeritkingcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale habersigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetcasibomsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetparibahisholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10imajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwincasibomgrandpashabetMatadorbetgoldenbahisjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpastipobetbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingbetkanyon twittermarsbahiscasibom7slotsbets10kadiköy travestitarafbetSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyxslotholiganbetholiganbetThesakultahodeonbetbettiltbaywingoldenbahisinterbahismeritkingmarsbahisCasibommarsbahisultrabetholiganbetimajbetbelugabahisbetasusbetvolequeenbetlimanbetinterbahiskalebetrestbetartemisbetbets10bets10