როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად - 4 რჩევა
ტურიზმის სფეროში უამრავი დეტალის გათვალისწინება გჭირდებათ, რათა ყველაზე დაბალფასიანი ავია ბილეთების ყიდვა მოახერხოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები სწორედ ამ სიაშია მოცემული. თუმცა, თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ https://avia.ge/-ს საძიებო სისტემაც, რომელიც ავტომატურად დაგაზოგინებთ რამდენიმე წუთში საკმაოდ დიდ თანხას, რადგან სახლიდან გაუსვლელად შეგარჩევინებთ ყველაზე დაბალ ფასიან ბილეთებს უმარტივესი ინტერფეისის წყალობით.

იყავით მზად გამგზავრების თარიღის შესაცვლელად
სამუშაო სეზონის დასრულების შემდეგ მშვიდად თითქმის ვერავინ ელოდება სამოგზაუროდ გასაფრენი რეისის დღის მოსვლას. ხშირად ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რადგან თქვენი უახლოესი თავისუფალი დღე შეიძლება ავია კომპანიებისთვის ყველაზე დატვირთული და ძვირადღირებული თარიღი აღმოჩნდეს. შესაბამისად, მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ მაგალითად პარასკევის მაგივრად ოთხშაბათს გაფრინდეთ. როგორც წესი, არასტანდარტული კვირის დღეების განმავლობაში ავია კომპანიები ავია ბილეთებზე უფრო დაბალ ფასს აწესებენ.

სწორად განსაზღვრეთ ჩასაფრენი აეროპორტის ლოკაცია

დაბალფასიანი ავიაბილეთები - ს შეძენა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. თუკი თქვენ აპირებთ იაფი მომსახურებით ცნობილი ავიაკომპანიებით სარგებლობას, მაშინ მათ მიერ მითითებულ დანიშნულების ადგილს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ყოველთვის აჯობებს, თუკი სასურველ ქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარე აეროპორტს მონიშნავთ ჩაფრენის ლოკაციად. ასეთი დეტალის გათვალისწინებით თქვენ თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ სასტუმრომდე მისასვლელ ზედმეტ ხარჯებს დაზოგავთ და უფრო იაფად ესტუმრებით დანიშნულების ადგილს.

ყურადღება მიაქციეთ ფასდაკლებებს
ხშირად ავია კომპანიები რამდენიმე თვით ადრე ცნობილ და ხშირ რეისებზე ფასდაკლებებს აცხადებენ. კარგი იქნება თუ თქვენთვის ნაცნობი და საინტერესო ავიაკომპანიების საინფორმაციო ელექტრო ფოსტის ბაზაში გაწევრიანდებით. ამ გზით თქვენ ყოველთვის დროულად გაიგებთ ყოველი ახალი აქციის შესახებ, რამაც შესაძლოა საკმაოდ დიდი თანხა დაგაზოგინოთ საბოლოო ჯამში.

შეარჩიეთ გადასაჯდომი რეისები თვითონ
ერთ–ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც გრძელ დისტანციაზე მოსიარულე ტურისტები უშვებენ, შედარებით ძვირი გადასაჯდომი რეისის შერჩევაა. ხშირად თქვენ შეგიძლიათ პირველი რეისის მსგავსად, გადასაჯდომი რეისის დრო და თარიღიც თვითონ შეარჩიოთ. ასეთი ხერხით შესაძლოა მარტივად დაზოგოთ საკმაოდ დიდი თანხა, თანაც თუკი დროის მენეჯმენტი გეხერხებათ და უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყანაში შეჩერდებით, შეიძლება დამატებით კიდევ ერთი ქალაქი უფასოდაც დაათვალიეროთ გადასაჯდომი აეროპორტის ირგვლივ.

Facebook Twitter
თეგები: ავია / ბილეთები /
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.