სპორტი
"ტაო" რუს მორაგბეებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი "ტაო" რუსეთის გუნდ "სლავას" შეხვდება. ამხანაგური მატჩი 4 აპრილს, 15:00 საათზე ასპინძის რაგბის ბაზაზე გაიმართება.

"სლავას" მორაგბეები საქართველოში შეკრებაზე იმყოფებიან.

"მოსკოვის "სლავა" გამოცდილი გუნდია, რომელიც 1974 წლიდან არსებობს. მისი შვიდი მოთამაშე რუსეთის რაგბის ეროვნული ნაკრების წევრია. გუნდი რუსეთის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატში ასპარეზობს", - წერს სარაგბო კლუბი "ტაოს" ფეისბუქ გვერდი.
| Print |