სპორტი
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019 წლის გამარჯვებული ახალციხე გახდა
დღეს, მიხეილ იაძის სახელობის, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე გეზრბენში რეგიონული ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც გოგონათა და ვაჟთა სამ-სამი გუნდი მონაწილეობდა.  გოგონებში მეორე ადგილზე ასპინძის, ხოლო ვაჟებში ბორჯომის გუნდი გავიდა.

რეგიონული შეჯიბრში გამარჯვებული მონაწილეობას ზონალურ თამაშში მიიღებს, გამარჯვების შემთხვევაში კი საქართველოს პირველობაზე იბრძოლებს და სლოვაკეთში გაემგზავრება.

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თეთრი ბარათები სახელწოდებით #WhiteCards მონაწილეებს გადასცეს, გამარჯვებულები კი სიმბოლური სიგელებით დაჯილდოვეს.

| Print |