სპორტი
ბაკურიანში ევროპის თასის ეტაპები დასრულდა
ბაკურიანში ევროპის თასის ეტაპები დასრულდა. ევროპის თასის ეტაპები გიგანტურ სლალომსა და სლოუფ - სთაილში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნულ ტურნირს ბაკურიანმა პირველად უმასპინძლა და მასში 40 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

შეჯიბრებები ქვეყნისთვის ერთგვარი სატესტო ღონისძიებაცაა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც 2023 წელს თხილამურებითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება.

ზამთრის ტურიზმის განვითარების მიზნით, სპეციალურად ამ შეჯიბრებისათვის ბაკურიანში სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა და ახალი ტრასები მოეწყო.


| Print |