სპორტი
ახალციხეში, ტაეკვონ-დოს კლუბში ფერადი ქამრების საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა
ახალციხეში, ტაეკვონ-დოს კლუბ "მამბაში" ფერადი ქამრების საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა. გამოცდა ფედერაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე გონგაძემ მიიღო.

ფერადი ქამრის გამოცდები აუცილებლად გასავლელი ეტაპია შავი ქამრის მოპოვებამდე.

ქამრების მოსაპოვებელი ეტაპები კი ასე გამოიყურება:
  • 10-თეთრი ქამარი
  • 9- ყვითელი ზოლი
  • 8-ყვითელი ქამარი
  • 7-მწვანე ზოლი
  • 6- მწვანე ქამარი
  • 5-ლურჯი ზოლი
  • 4-ლურჯი ქამარი
  • 3-წითელი ზოლი
  • 2-წითელი ქამარი
  • 1 -შავი ქამარი პირველი დანი
ყველა ქამარს აქვს აუცილებლად გასავლელი "ხიონგი", იგივე საჩვენებელი გამოსვლა.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ტაეკვონ-დოს" პირველი კლუბი ერთი წლის წინ დაფუძნდა და ამ დრომდე აქტიურად მონაწილეობს საქართველოში გამართულ სხვადასხვა შეჯიბრებებში.
| Print |