სპორტი
სოფელ არალში ჯოკრის ტურნირი გაიმართება
ადიგენის სოფელ არალში, ჯოკერში, ლერი თათეშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება. მსურველები ერთმანეთს სოფლის ცენტრში, 10 დეკემბერს შეეჯიბრებიან. ორგანიზატორების თქმით, ტურნირში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

საპრიზო ადგილზე გასული პირები ფასიან საჩუქრებს მიიღებენ.

ლერი თათეშვილის სახელობის ტურნირი 2003 წლიდან ყოველ წელს იმართება.
| Print |