სპორტი
ბაკურიანში ფრისტაილის მსოფლიო თასი ჩატარდება
ბაკურიანში, 22 და 23 დეკემბერს, კოხტას მთის ზედა ტრასაზე - კოხტა გორაზე, ფრისტაილის მსოფლიო თასი ჩატარდება მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში. ამის შესახებ ინფორმაციას "მთა ბაკურიანი" ავრცელებს.

25 დეკემბრიდან კოხტა გორა სრიალის ნებისმიერ მსურველს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნა.

10:00 საათიდან, სრიალის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი ტრასებით:

დიდველზე:
  • საბაგირო "ნოდო"
  • ტრასა "დიდველი 2"
კოხტაზე:
  • საბაგიროები: "კოხტა პლატო" და "კოხტა გორა"
  • ტრასა: "კოხტა პლატო"

"მთა ბაკურიანის" ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს ბაკურიანის სასრიალო არეალების ხელოვნური გათოვლიანება და ყველა ტრასა ეტაპობრივად გაიხსნება.
| Print |