სპორტი
ბაკურიანში ბიატლონის ტრასა აშენდება - რა ჯდება პროექტი
ბაკურიანში ბიატლონის ტრასა აშენდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

ფონდმა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისთვის ტენდერი 1-ელ თებერვალს გამოაცხადა. ტენდერში განცხადებების მიღება 28 თებერვალს დაიწყება და 4 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 16, 620 მლნ ლარია (დღგ-ს ჩათვლით).

დაბა ბაკურიანში ბიატლონის ტრასის, სასროლეთის, ხელოვნური ნაგებობების, ელექტრო მომარაგებისა და ხელოვნური გათოვლიანების მანქანებისთვის წყალმომარაგების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია „გლობალ პროჯექთის“ მიერ არის მომზადებული.
| Print |