სპორტი
ქეთევანი, დემეტრე, ბარბარე და საბა - სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონები ჭადრაკში
ქეთევან მესხი, დემეტრე სადათიერაშვილი, ბარბარე შონია და საბა მურჯიკნელი - რეგიონის პირველობა ჭადრაკში 9 -11 თებერვალს ახალციხეში გაიმართა. 

8 წლამდე გოგონებსა და ვაჟებს შორის სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტული ქეთევან მესხმა 4 ქულით, ხოლო დემეტრე სადათიერაშვილმა 6 ქულით მოიპოვეს.

12 წლამდე გოგონათა შორის რეგიონის ჩემპიონობა ბორჯომელმა ბარბარე შონიამ 5.5 ქულით, ხოლო ვაჟთა შორის საბა მურჯიკნელმა 5 ქულით მოიპოვა. სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატზე ბარბარემ საუკეთესოს ტიტული მოიპოვა. 12 წლიან გოგონებს შორის ბარბარე პირველ ადგილზე გავიდა 6 დან 5.5 ქულით.

ტურნირის გამარჯვებულებმა საქართველოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, რომელიც ბათუმში 15-24 მაისს გაიმართება.

ჩემპიონატის გამარჯვებულები ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა დააჯილდოვა.

| Print |