სპორტი
რა ღირს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები
საქართველო - საბერძნეთის მატჩის ონლაინ ბილეთების გაყიდვა 23 მარტს, 12:00 საათიდან დაიწყო. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე იყიდება. თუმცა მომხმარებელთა ნაწილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ხარვეზით მიმდინარეობს.
თითოეულ მომხმარებელს, მხოლოდ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების ფასი: 10, 20, 30 და 50 ლარი. როგორც ცნობილია, თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების შეძენისას კი თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ: ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).
ფეხბურთის გულშემატკივრები სოციალურ ქსელში ასევე აქტიურად აზიარებენ იუმორნარევ ფოტოს, სადაც ბილეთების შესაძენად დახმარებას სანთელს ანთებენ.
ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს 26 მარტს შეხვდება. მატჩი, ასევე, თბილისში შედგება, სადაც საქართველოს ნაკრები უკვე ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.
| Print |