ხვალიდან სამცხე-ჯავახეთში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი
ხვალ სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მოთოვს.
ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 3, ღამით კი მინუს 3 გრადუსს უნდა ველოდოთ.
ბორჯომში დღისით 5 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი მინუს 4-ს.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 5 იქნება.
ადიგენში ღამით ტემპერატურა მინუს 6, დღისით კი 6 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება ჯავახეთს - ახალქალაქში ღამით მინუს 9 და დღისით მინუს 1 გრადუსი იქნება.
ნინოწმინდაში სინოპტიკოსები ღამით მინუს 9 და დღისით 2 გრადუსს ვარაუდობენ.
აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 6-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 1, ღამით კი მინუს 9 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამით 1, დღისით კი 7 გრადუსი იქნება.
უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.