ეკოკორიდორების მოწყობის მიზნით, ადიგენის ექვსი სოფლის სათემო კავშირთან შეთანხმება გაფორმდა
18:51 / 12.04.2019
ადიგენის ექვსი სოფლის სათემო კავშირებთან 1 მლნ. 200 000 ლარის ღირებულების შეთანხმება გაფორმდა. ათწლიანი შეთანხმება ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას სამხრეთ კავკასიაში არსებულ ლანდშაფტებში, რაც ბუნების კონსერვაციასთან ერთად, უზრუნველყოფს მოსახლეობის არსებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში დაცულ ტრიტორიებს შორის არსებულ სივრცეებში, ეკოკორიდორები მოეწყობა, რითაც გადაშენების პირას მყოფი ცხოველები უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებენ.
საკონსერვაციო შეთანხმებება ეკო-კორიდორების ფონდის (ECF) ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდსა (WWF) და ბოლაჯურის, ჩორჩნის, ზანავის, ხევაშენის, ფხეროს და კიკიბოს სათემო კავშირებს შორის გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, სათემო კავშირებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ.
ხელმოწერის ცერემონია ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. პროექტს მუნიციპალიტეტში პილოტური სახე აქვს.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.