რეგიონი
ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 47-კილომეტრიან გზას და 7 ხიდს, დაიგება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ინფორმაციას საავტომობოლიო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ახალი ტენდერი ორ ნაწილად გამოცხადდება. პროექტის დიდი ნაწილი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, ხოლო 5 კმ-იან მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. 

„საფინანსო ინსტიტუტთან წარმატებული მოლაპარეკების შედეგად, მოხერხდა სატენდერო მოთხოვნების ისე ჩამოყალიბება, რომ ტენდერში მონაწილეობა შეძლოს მეტმა ქართულმა კომპანიამ. ასეთი მიდგომის წარმატებულ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა, სადაც 4 ლოტიდან 3-ზე ქართული კომპანია მუშაობს. ქართული კომპანიების მეტი ჩართულობა გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, პროექტების უფრო სწრაფად განხორციელებასაც უწყობს ხელს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2020 წელი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ხულო-ზარზმის პროექტზე პროგრესის მისაღწევად“ - აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

"პროექტი განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობებს გაუჩენს" - ამბობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.