რეგიონი
რუსეთ - უკრაინის ომი სომხეთშიც გააპროტესტეს
უკრაინაში მიმდინარე ომს სომხეთშიც გმობენ. საპროტესტო აქციის ფოტო მასალას სოციალურ ქსელში კატერინა პასოევა ავრცელებს. მისი თქმით, ამ პროტესტით სომხები საკუთარი ქვეყნის ბედს საფრთხის ქვეშ აყენებენ. მიუხედავად ამისა ისინი უკრაინას უშიშრად უცხადებს მხარდაჭერას.
"სომხეთში მიმდინარეობს უკრაინის მხარდამჭერი აქცია! მართალია ეს არცერთ არხს არ გაუშუქებია, მაგრამ აწი მე გავაშუქებ. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დააყენეს საკუთარი ქვეყნის ბედი ამ აქციით, მაგრამ მათ არ ეშინიათ, რადგან იმაზე მეტი ომები გამოიარეს ვიდრე სხვა რომელიმე ერმა!" - წერს კატერინა პასოევა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მხარდამჭერი აქციები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში მიმდინარეობს. გუშინ ახალციხეში გამართულ აქციაზე ასობით მოქალაქე მივიდა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. უკანასკნელი მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოკუპანტებმა დაკარგეს: 5 700 ჯარისკაცი, 29 თვითმფრინავი, 29 შვეულმფრენი, 198 ტანკი, 77 საარტილერიო ნაწილი ,846 ჯავშანტრანსპორტიორი, 24 M270 მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა, 2 საზღვაო ხომალდი, 305 მანქანა, 60 საწვავის ავზი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი, 7 ანტი სარაკეტო სისტემა.
გააზიარეთ :