საზოგადოება
ქალაქ ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტი 7 774 000 ლარით დამტკიცდა
ახალციხის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 7 774 000 ლარით განისაზღვრა.

ახალციხის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 7 774 000 ლარით განისაზღვრა.

საკრებულოში განმარტავენ, რომ ამ თანხაში ასახული არ არის თავისუფალი ნაშთი, რომელიც 2016 წელს სრულად ვერ გაიხარჯა. ამ დროისათვის ნაშთი,  დაახლოებით 390 000 ლარს შეადგენს, ბიუჯეტში ასევე არ არის ასახული  ფონდებიდან გადმოსარიცხი თანხები.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, სუბსიდია შეუმცირდა არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებს. მათ შორისაა ახალციხის ციხე, რომელსაც დაფინანსება გაუნახევრდა. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, თანხები ისეთ ა(ა)იპ ებს შეუმცირდა, რომელთა შემოსავლებიც გაზრდილია.

ქალაქ ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტი საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. მთავარ ფინანსური დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციური პარტიების ოთხმა წარმომადგენელმა. „ფრაქცია – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ა(ა)იპ–ებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი საქმიანობა გააპროტესტა.

2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები დაახლოებით, 140 000 ლარით ახალციხის მერიაში  და 173 000 ლარით –  საკრებულოში.   თანხები ძირითადად პრემიისა და დანამატების ხარჯზე შემცირდა.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.


Facebook Twitter
Հայտնի
Աբասթումանիում առողջարան «Զեկարի»-ն փակվել է
Տուբերկուլոզի 25 հիվանդներ մարտի 22-ին լքել են հիվանդանոցը.
20:17 ● 24.03.2019
Կանաչ տուն
Կանաչ տունը հատուկ հնարավորություններով երեխաներին և ծնողներին հոգեբանական օգնություն է առաջարկում
22:39 ● 24.03.2019
Եղանակը
Թբիլիսի 7 °C
img
Բորջոմի 5 °C
img
Ադիգենի 10 °C
img
Ախալցիխե 1 °C
img
Ասպինձա 2 °C
img
Ախալքալաք 1 °C
img
Նինոծմինդա 1 °C
img
Աբասթուման 0 °C
img
Բակուրիան -2 °C
img
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
6.1855
EUR
EUR
1
3.2796
RUB
RUB
100
4.6333
TRY
TRY
1
0.5129
USD
USD
1
2.9573
Օրացույց
«« DECEMBER 2019 »»
M T W T F S S
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345