რა გავლენას ახდენს წნევის ცვალებადობაზე მაგნიტური ქარიშხლები?
08.11.2023
ბოლო პერიოდში უამრავი ადამიანი უჩივის წნევის ცვალებადობას, ასევე უგუნებობას და ენერგიის ნაკლებობას. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება კოსმოსში მიმდინარე პროცესები, კერძოდ მზეზე მომხდარი აფეთქებები იყოს.
აბასთუმნის ობსერვატორიის ასტრონომები მაგნიტური ქარიშხლების შესახებ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ მოვლენამ შესაძლოა ნეგატიური ზემოქმედება მოახდინოს იმ ადამიანებზე, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ამინდის ცვლილების მიმართ. ასევე მათზე, ვისაც წნევა ან ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.
ასტრონომების აზრით, გარდა ადამიანებისა მაგნიტურ ქარიშხლებს და მზეზე აფეთქებებს შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ ტექნიკის ფუნქციონირებაზე, სატრანსპორტო სფეროსა და ელექტროენერგიის მიწოდებაზეც კი.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბრის ღამეს, საქართველოს ცაზე უჩვეულო მოვლენა, "ჩრდილოეთის ციალიც" დაფიქსირდა.