საზოგადოება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ნინოწმინდაში ელექტროენერგია გაითიშება. "ენერგო–პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება მთლიან მუნიციპალიტეტში, 6 400–ვე აბონენტს შეეზღუდება. სამუშაოები 5 ივნისს 12:00-დან 16:00 საათამდეა დაგეგმილი.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |