საზოგადოება
"მომავლის თაობამ" ახალციხეში სამწლიანი მუშაობა შეაჯამა
სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობამ" ახალციხეში სამწლიანი მუშაობა შეაჯამა. დასკვნითი ღონისძიება გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა, პარტნიორ სკოლების მოსწავლეებთან, მასწავლებლებსა და დირექტორებთან ერთად, ამ პერიოდში განხორციელებული პროექტები განიხილეს. შეხვედრას დაეწრნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

პროგრამის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში სხვადასხვა სახის 58 მეტი აქტივობა მოეწყო. ახალქალაქში დაარსდა ეთნოგრაფიული მუზეუმი, მოგვარდა თემში არსებული მცირე პროპლემები, გაიმართა საქველმოქმედო აქციები და სხვა.

ცენტრის წამომადგენლებმა პარტნიორ ორგანიზაციებს, ადგილობრივ მედია–საშუალებებსა და სკოლებს გაწეული თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის სერთიფიკატები გადასცეს. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის მაკა სუდაძე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასრულდა, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებთნ თანამშრომლობას დაფინანსების გარეშე გააგრძელებენ.


| Print |