საზოგადოება
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონზე იმსჯელეს
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებზე, ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მომხსენებელმა ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს ის მუხლები გააცნო, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა სიახლეები განიხილეს და კანონის აღსრულების მექანიზმებზე იმსჯელეს.

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის ახალ რედაქციაში ძირითადი აქცენტი რანგირების სისტემაზე, პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე კეთდება. იცვლება საჯარო სამსახურში მიღების წესიც. მოქალაქეები დახურულ და ღია კონკურსს გაივლიან.

დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდამ" ადგილობრივ პარტნიორ ,,დემოკრატ მესხთა კავშირთან" ერთად განახორციელა.

საინფორმაციო შეხვედრის მიზანი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესული სიახლეების გაცნობა იყო.

| Print |