საზოგადოება
საზოგადოებრივი სექტორისთვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება იწყება
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ანგარიშვალდებულობისა და გამჭვირვალობის პრინციპის შესახებ, სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება იწყება. ამ მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა. ორგანიზაციამ ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, მათი საარსებო გარემოს გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა "საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია" შეიმუშავა, რომელსაც ამ დროისათვის 250–მდე ორგანიზაცია შეუერთდა. სწორედ დეკლარაციის ერთ–ერთი პრინციპია ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.

სახელმძღვანელო მითითებები, ორგანიზაციებს მომავალში, ინსტიტუციურ განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარება.

საბოლოო კონსესუსის მისაღწევად ინსტიტუტი შეხვედრებს საქართველოს ათამდე რეგიონში მართავს.


| Print |