საზოგადოება
ახალციხეში დასაქმების პროგრამები განიხილეს
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტმა, ჟურნალისტებთან და დამსაქმებლებთან ახალციხეში შეხვედრა გამართა. სემინარის მონაწილეებს დეპარტამენტის მიერ, 2017 წელს განხორციელებული დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებები და აქტივობები გააცნეს.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დასაქმების ხელშემწყობ პროგრამებსა და სიახლეებზე ისაუბრეს. მათ მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებზე სამსახურის მაძიებლისა და დამსაქმებლის შეხვედრა ხდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წელს ასეთი ფორუმი 11–ჯერ ჩატარდა. ამ ხნის მანძილზე, სულ 923 კაცი დასაქმდა, მათ შორის 21 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

სემინარზე ყურადღება გამახვილდა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა გადამზადებასა და დასაქმებაზე.


| Print |