სამართალდამცველებმა "ბორჯომის" ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს
12.07.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მინერალური წყლის "ბორჯომი" ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია მინერალური წყლის ჩამოსასხმელი კუსტარული ტექნიკური დანადგარები, "ბორჯომის" ეტიკეტები, სხვადასხვა ტევადობის ბოთლები და სარეალიზაციოდ გამზადებული 520 ბოთლი "ბორჯომი".
უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 197 -1 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.