ქალაქ ახალციხის თავზე აღმართული ჯვარი დღეს, 19 დეკემბერს ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მეუფე თეოდორემ და ხონისა და სამტრედიის მეუფე საბამ აკურთხეს.
ჯვარი ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინ დაიდგა. ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, ჯვრის აღმართვა მოსახლეობის სურვილით მოხდა.