რელიგია
სვირში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაიხსნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აკურთხა. ტაძრის წინამძღვარი მღვდელმსახური ნიკოლოზ აბრამაშვილი იქნება.

სოფელში ეკლესია წელიწადნახევრის განმავლობაში შენდებოდა. მისი მშენებლობა წარმოშობით სვირელმა ბიზნესმენმა უშანგი დალალიშვილმა სრულად დააფინანსა.

მშენებლობის პროცესში თითქმის მთელი მოსახლეობა იყო ჩართული. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში მანამდე სალოცავი არ ჰქონდათ.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბაზილიკური სტილის ეკლესიის მშენებლობა დაახლოებით 180 000 ლარი დაჯდა.


| Print |