ჯანდაცვა
ვაქცინა მოსახლეობისთვის, რომელიც მას არ ელოდება
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, მსოფლიოს 126-მა ქვეყანამ და ტერიტორიულმა ერთეულმა 328 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა უკვე მიიღო, - ასეთია 12 მარტის CNN-ის მონაცემები. ამ ჩამონათვალში საქართველო ჯერ არ იგულისხმება. ჩვენთან არც კორონავირუსის ვაქცინაციის კამპანია დაწყებულა. ამიტომაც საზოგადოებაში ბევრი კითხვა დაგროვდა: რომელი ვაქცინა შემოვა? როდის? სანდოა თუ არა? პირველად ვის აცრიან? და ა.შ.

Astrazeneca-ს 184 800 და Pfizer-ის 29 250 დოზა ვაქცინას საქართველო 2021 წლის თებერვალ-მაისის პერიოდში მიიღებს - ასე წერია Covax პლატფორმის ვაქცინის განაწილების პირველი რაუნდის დოკუმენტში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, სამედიცინო პერსონალის ნაწილი აიცრება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ვაქცინაცია აპრილიდან დაიწყება.

„22 მარტის კვირაში უნდა შემოვიდეს 29 250 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა და იმით უნდა აიცრას 14 000 ადამიანი. აღნიშნული ვაქცინის პირველ ეტაპზე სრულად გაკეთება ყველასთვის არ შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენ გარანტირებულები უნდა ვიყოთ, რომ მეორე დოზა იგივე „ფაიზერის“ იქნება. ამიტომ, ის გაიყოფა ორად და აიცრება 14 000 სამედიცინო მუშაკი. მოგეხსენებათ, სამედიცინო მუშაკები გაცილებით ბევრი არიან, ამიტომ პირველ ეტაპზე აიცრება უპირატესად კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე პერსონალი“.

როგორია ექიმების მზაობა - ეს არავის შეუსწავლია. მედპერსონალის ნაწილი ვაქცინას ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებს. მათ შორისაა სტომატოლოგი არტურ აშიკიანი. ექიმი მიიჩნევს, რომ ვაქცინა 100%-ით სანდო ვერ იქნება.


გამოცემა Bloomberg -ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 334 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. იმისთვის, რომ პროცესი წარმატებული იყოს, საჭიროა ქვეყნის მოსახლეობის, მინიმუმ, 60% აიცრას. ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ, დათანხმდებიან თუ არა ინექციის გაკეთებას. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ბაზარზე არსებული ვაქცინების გვერდითი მოვლენები სრულფასოვნად შესწავლილი არ არის, რაც მათ ნდობას ამცირებს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია პანდემიისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალია და შესაბამისად, თანახმაა.


ვაქცინაციის შესახებ გაცილებით ნაკლებია ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში. ადგილობრივების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ნებაყოფლობით არ აიცრება. ამის მიზეზი კი მოსახლეობაში ვაქცინის შესახებ გავრცელებული მწირი და ხშირ შემთხვევაში, არაზუსტი ინფორმაციაა. მათი ინფორმაციის ძირითადი წყარო რუსული და სომხური მედიასაშუალებებია. იქ კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ვაქცინებზე ბევრს არაფერს ამბობენ.

„პენსიონერების დახოცვა უნდათ“, „ჩიპებს ჩაგვიდგამენ“, „კორონავირუსი არ არსებობს“ - გვითხრეს ახალციხის სოფელ აბათხევში, წინუბანსა და ორალში.

აცრების მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულება ჩანს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშიც. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, საქართველოს მოსახლეობისა 46% არ აიცრებოდა - წერია დასკვნაში. კვლევის თანახმად, მოქალაქეთა 38 % ამბობს, რომ აიცრება, 15 % კი პასუხისგან თავს იკავებს. კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა. სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჯამში, 1 550 დასრულებული ინტერვიუ ჩაიწერა.

არადა, პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა - ამბობს ექიმი-ინფექციონისტი ქეთევან ჯინჭველაძე. მისი თქმით, კაცობრიობამ ვაქცინის მეშვეობით შავი ჭირი, ყვავილი და ბევრი სხვა დაავადება დაამარცხა. ამიტომაც კორონავირუსის ერთადერთი გამოსავალი - ვაქცინაციაა.

“მოსახლეობის ინფორმირებულობაა საჭირო, რომ ვაქცინაცია სიკეთის მომტანი და სანდოა. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, თუ ვაქცინაციამ არ მოიცვა გარკვეული პროცენტი მოსახლეობისა, ვაქცინის გაკეთებას ერთეულ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ ექნება“, - ამბობს ინფექციონისტი ქეთევან ჯინჭველაძე.

ვაქცინაციის წარმატებით განხორციელებას რომ სწორად წარმართული საინფორმაციო კამპანია განაპირობებს, ამაზე ექიმი თეა ბერულავაც საუბრობს, რომელიც ამჟამად გერმანიაში მუშაობს.

“მე ვერ ვხედავ მოსახლეობის მზადყოფნას და ვერც საჭირო კომუნიკაციას. ვაქცინაციის გარეშე პანდემიას ვერ გავუმკლავდებით. შესაბამისად, მოგვიწევს ლოკდაუნებსა და შეზღუდვებში ცხოვრება. რამდენ ხანს გავატანთ ასე, არ ვიცი“.

საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციამდე გაცილებით ადრე უნდა დაიწყოს - ამბობენ სპეციალისტები. ქვეყნების დიდ ნაწილში ის დეკემბერში დაიწყო.

მოქალაქეების განწყობა რომ უნდა შეიცვალოს, ამაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაც ისაუბრა. ამირან გამყრელიძის თქმით, მთავრობას ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო აქვს, მათ შორის რეგიონის ხელისუფლებასაც. სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი ამბობს, რომ საინფორმაციო კამპანიაში ადგილობრივი თვითმმართველობებიც აქტიურად ჩაერთვებიან.

„ცუდია, რომ გვიან ვიწყებთ ვაქცინაციას, თუმცა ამას დადებითიც აქვს. გამოცდილება გვექნება და შესაბამისად, მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ გააცნობიერონ, რამდენად სასარგებლოა ვაქცინაცია. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავზოგავთ, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ვაქცინაციის სარგებლის შესახებ“. როგორ წარმართავს ადგილობრივი ხელისუფლება საინფორმაციო კამპანიის, სამხარეო ადმინისტრაციაში ჯერ არ დაუგეგმავთ.

აცრის პროცესის წარმატებით წარმართვაში მოსახლეობის ინფორმირებულობას რომ გადამწყვეტი როლი აქვს, იმუნიზაციისა და ვაქციონოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი ალექსანდრე ასათიანიც ადასტურებს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა როგორ მუშაობს, რის ხარჯზე შეიკვეცა ვაქცინაზე მუშაობის პერიოდი და რომ პრიორიტეტი ამ საქმეში - უსაფრთხოებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვაქცინის ავტორიზაცია ნიშნავს, რომ ის ყველა მოთხოვნილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. 

"mRNA - ეს არის ახალი ტიპის ვაქცინა, თუმცა ამ მეთოდებს ძალიან დიდი ხანია იყენებენ. საკმაოდ დახვეწილი მეთოდია, რამაც ხელი შეუწყო, რომ სწრაფად შეექმნათ კორონავირუსის ვაქცინა. ხშირად ჩნდება კითხვა, რომ მოკლე დროში იქმნება ვაქცინები და რამდენად სანდოა? უსაფრთხოა თუ არა? უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაჩქარება არ მომხდარა უსაფრთხოების ხარჯზე. აქ იყო ბევრი სხვა ფაქტორი, ფორმალური მხარე, მაგალითად დაფინანსება, ლიცენზიის სხვადასხვა ეტაპები, ამ ყველაფრის შემოკლება მოხდა. ვაქცინა დამტკიცებამდე სამ ეტაპს გადის. თავდაპირველად არის პროკლინიკური ეტაპი, როცა ექსპერიმენტებს ცხოველებზე ატარებენ. შემდეგი კლინიკური ნაწილია, როცა ჯანმრთელ ადამიანებზე ამოწმებენ. შემდეგ ოპტიმალური დოზის განსაზღვრა ხდება“.

ალექსანდრე ასათიანი ასევე გვიხსნის, როგორ მუშაობს კორონავირუსის ვაქცინა, რატომ არის ის უსაფრთხო და რატომ ვერ შეცვლის ადამიანის დნმ-ს.

„ფაიზერი“ და „მოდერნა“ ორგანიზმს აწვდის ინსტრუქციას, როგორ გაუმკლავდეს ინფექციას. ვირუსს გარედან აქვს „სპაიკ პროტეინი“, ეს არის ცილა, რითაც ვირუსი ჩვენს უჯრედებს ემაგრება. თუ ვერ მიემაგრა, უჯრედში ვერ შეაღწევს და დაინფიცირებაც ვერ მოხდება. ეს ვაქცინები ებრძვიან „სპაიკ პროტეინს“ და მის განეიტრალებას ახერხებენ“.

ამ და სხვა ინფორმაციამ, რომელსაც სპეციალისტები მოსახლეობას აწვდიან, უნდა გაანეიტრალოს ის მითები, რისიც ხალხს სჯერა. ხშირად ასეთებს მრევლი მოძღვრისგანაც ისმენს. სწორედ ამიტომ, მოსახლეობა ინტერესით ელოდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებას. 12 თებერვლის განჩინებაში წერია, რომ ვაქცინაციის პოპულარიზაციაში სასულიერო პირები მონაწილეობას არ მიიღებენ.

"საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა".

„ვაქცინაცია მეცნიერების უდიდესი მონაპოვარია“, - განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, სანამ სინოდი გადაწყვეტილებას მიიღებდა. მეუფე თეოდორემ აღნიშნა, რომ მოქალაქეებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

„ვაქცინაცია შველაა ადამიანის და მეცნიერების უდიდესი მონაპოვარია. ჩვენ გვაქვს მაგალითები, როცა მსოფლიოში სხვადასხვა პანდემია ვაქცინის საშუალებით დამარცხდა. რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიას, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ის უნდა იყოს ნებაყოფლობითი და საზოგადოება მეტად ინფორმირებული".

ვაქცინაციის დაწყების თარიღს სკეპტიკურად უყურებენ ჯანდაცვის ექსპერტები. ვატო სურგულაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კორონავირუსზე მოსახლეობის სრულყოფილი აცრა 2022 წლის ზაფხულამდე ვერ შეძლოს.

„ამბობენ, მარტში მივიღებთ 180 ათასიდან 300 ათასამდე რაოდენობის ვაქცინასო. 180 000 სხვა რიცხვია და 300 000 სხვა. ვერ შევაფასებ მათ მუშაობას, სანამ არ დავინახავ, როგორ ტარდება ვაქცინაცია. ვაქცინაცია მხოლოდ ვაქცინების მიღება არ არის, აქ არის გადამზადება, ლოჯისტიკა, მიწოდება, ანგარიშგება, გართულებებთან მუშაობა“.

სპეციალისტებს აქვთ მოლოდინი, რომ ვირუსის ევოლუციას და ახალი შტამების წარმოქმნას ვაქცინაცია ხელს შეუშლის. ამის გამო, ექსპერტები ამბობენ, რომ პროცესი დროულად უნდა დაიწყოს. არსებულ ვაქცინებს კი ჯერჯერობით აქვთ უნარი გაუმკლავდნენ დღეს გავრცელებულ სხვადასხვა შტამს.

Worldometer-ის სტატისტიკით, 12 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 119,169,774 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 2,642,994 პირი გარდაიცვალა.
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
6.9020
EUR
EUR
1
2.8777
RUB
RUB
100
2.9252
TRY
TRY
1
0.0828
USD
USD
1
2.6797
Օրացույց
«« Մայիս  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkomzbahistarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobetmariobetmariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterzbahiszbahissuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twitterbetturkey girişbetturkey twittermariobetcasibomdeneme bonusu veren sitelerbycasinobycasinograndpashabetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet dinamobet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000elf barCasibom GirişvbetSahabet Girişaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://repository.unisfat.ac.id/css/styles/piabellacasinoimajbetholiganbetjojobetmarsbahissekabetonwinsahabetonwinpiabellacasinonakitbahiscasibommeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetholiganbetdinamobetcasibommarsbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahissalt likitsigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetcasibomlunabetcasibomcasibominstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişbetparkvdcasinobetkom+18 filmvbetbetkommariobetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10betebetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornocasibomonwinsekabet22jojobetcasibombets10bets10bets10bets10holiganbetbets10bets10youwinbets10bets10bets10Deneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetbetmatikBetmatikjojobet7slotsmarsbahisalanya travestiSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyholiganbetsekabetThesakultahodeonbetbetebetextrabetmeritkingmarsbahismarsbahissekabetinstagram takipçi satın alzbahisSahabet Girişgalabetgrandpashabetjojobet girişmarsbahissahabetjojobetsuperbetinmarsbahisYouwinHepsibahisYouwin GirişHepsibahis Girisdinamobet girişonwinimajbetmarsbahissavoybettingmatbetCasibomwww.istanbulllescort.net/matbetsüperbahisbetboo girişbetboo casino girişcasino slot oyunlarıonwintaş kaplamabetpasvozol 10000tipobetmariobet girişmatadorbetmatadorbet twittermatadorbet girişbetmatik yeni girişonwin yeni girişgrandpashabet yeni giriş1xbet yeni giriştipobet yeni giriştipobet yeni girişmarsbahis yeni girişsahabet yeni girişmatadorbet yeni girişfixbet yeni girişbetturkey yeni girişbetpublic yeni girişbetpublic yeni girişstarzbet yeni girişxslot yeni girişbycasino yeni girişTipobet yeni girişonwin yeni girişsahabet yeni girişmatadorbet yeni girişsupertotobet yeni girişmariobet yeni girişmariobetmariobet yeni girişonwin yeni girişgrandpashabet yeni giriş1xbet yeni giriştipobet yeni giriştipobet yeni girişmarsbahis yeni girişsahabet yeni girişmatadorbet yeni girişfixbet yeni girişbetturkey yeni girişbetpublic yeni giriştarafbet yeni girişstarzbet yeni girişxslot yeni girişbycasino yeni giriştipobet yeni girişonwin yeni girişsahabet yeni girişmatadorbet yeni girişsupertotobet yeni girişmariobet yeni girişbetmatik yeni girişonwin yeni girişgrandpashabet yeni giriş1xbet yeni giriştipobet yeni giriştipobet yeni girişmarsbahis yeni girişsahabet yeni girişmatadorbet yeni girişfixbet yeni girişbetturkey yeni girişbetcup yeni giriştarafbet sorunsuz girişstarzbet yeni girişxslot yeni girişbycasino yeni giriştipobet yeni girişonwin yeni girişsahabet yeni girişmatadorbet yeni girişsupertotobet yeni girişmariobet yeni girişmatadorbetbetturkeybetturkeymariobetmariobetmariobetmariobetmatadorbetvozolmatadorbetmarsbahisvozolmarsbahis girişbetturkeytümbetSekabetCasibomqueenbetbetvolelunabetbaywinbaywin twitterimajbet