კულტურა
ახალციხის ციხემ ქორეოგრაფიულ ფესტივალს უმასპინძლა
ახალციხის ციხემ ქორეოგრაფიულ ფესტივალს უმასპინძლა. კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 9 ანსამბლმა მიიღო. კომპლექსის ამფითეატრში თითქმის ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი ცეკვა შესრულდა.

ქორეოგრაფიულ ფესტივალი ზაფხულის სეზონს მიეძღვნა. ღონისძიების ორგანიზატორი ტურისტული კომპანია "მეჯიქ გრუპია", რომელიც ფესტივალს ყოველ სეზონზე სხვადასხვა ქალაქში აწყობს. კომპანიამ ცხრავე ანსამბლის ხელმძღვანელი სერტიფიკატებითა და თასებით დააჯილდოვა.

ფესტივალის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ახალციხის ციხე დაათვალიერეს.

კომპლექსის დირექტორის თქმით, მსგავსი სახის აქტივობები ტურიზმის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს.


| Print |