სპორტი
“სპორტი ბარიერის გარეშე”- ახალციხეში რეგიონული ჩემპიონატები ჩატარდა
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ახალციხეში სპორტული შეჯიბრებები მოეწყო. დღეს, რეგიონული ტურნირი კალათბურთსა და ჭადრაკში გაიმართა, ჩემპიონატებს ახალციხის ციხემ უმასპინძლა. მასში მონაწილეობა ახალგაზრდებმა სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან მიიღეს.

8 ივნისს გამოვლინდნენ გამარჯვებულები მინიფეხბურთსა და სპრინტში.

ტურნირი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამის "ახალგაზრდული ფესტივალი 2017" პროექტის "სპორტი ბარიერის გარეშე" ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ტარდება.

რეგიონულ ტურნირებში გამარჯვებულები ანაკლიაში საქართველოს თასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

| Print |