situs toto slot
ერთ დღეში COVID-19-ით თითქმის 37 მილიონი ადამიანი დაავადდა
COVID19
ერთ დღეში COVID-19-ით თითქმის 37 მილიონი ადამიანი დაავადდა
ჩინეთში 20 დეკემბერს COVID-19-ით თითქმის 37 მილიონი ადამიანი დაავადდა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის შიდა სხდომის პროტოკოლზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯამში, დეკემბრის 20 დღის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციით ჩინეთში 248 მილიონი ადამიანი დაავადდა, ანუ ქვეყნის დაახლოებით 18%. აქამდე COVID-19-ით დაავადების მაქსიმუმი - 4 მილიონი ადამიანი დღეში - 2022 წლის იანვარში დაფიქსირდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დაავადების შემთხვევების მკვეთრი ზრდა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჩინეთის ხელისუფლების მიერ შეზღუდვების შემსუბუქებას, რომლებიც მანამდე COVID-19-ისადმი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში იყო მიღებული. ამან ხელი შეუწყო ვირუსის „ომიკრონის“ ვარიანტის გავრცელებას სუსტი ბუნებრივი იმუნიტეტის მქონე მოსახლეობაში. აღინიშნება, რომ კოვიდით პეკინისა და სიჩუანის პროვინციის მაცხოვრებელთა ნახევარზე მეტი დაავადდა.
| Print |
თეგები: კოვიდ19 / ჩინეთი /