საჯარო მოხელეებს ადამიანის უფლებებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
03.03.2017
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისთვის, ადამიანის უფლებებზე ტრენინგი ბორჯომში ჩატარდა.
შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, პროექტის – „ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა და მისი ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში მოაწყო.
შეხვედრის მიზანი ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. ორგანიზატორების თქმით, ტრენინგზე მიღებული ცოდნა საჯარო მოხელეებს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიით და შესაბამისი სამთავრობო გეგმით განსაზღვრული მიზნების და ამოცანების შესრულებაში დაეხმარება.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების ამოქმედებისთანავე, საჯარო მოხელეებისთვის აღნიშნული ტრენინგ–კურსის გავლა სავალდებულო იქნება.