პოლიტიკა
რა თანხის დახმარება გაუწია აშშ-მ საქართველოს ბოლო 10 წელში
ბოლო 10 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურმა დახმარებამ საქართველოსთვის 1.238 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მხოლოდ 2024 წელს კი აშშ-მა საქართველოსთვის 169 მილიონი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა.

გრაფიკაზე წარმოდგენილია ბოლო ათ წელს ამერიკის ფინანსური დახმარება. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024-2025 წლების მონაცემები ჯერჯერობით სრულად არ არის დამუშავებული.

Foreignassistance-ზე არსებული მონაცემების თანახმად, 2024 წელს ამერიკის ფინანსური დახმარების უდიდესი ნაწილი - 78% მიმართული იყო ეკონომიკური განვითარებისთვის, ხოლო დარჩენილი 22% - სამხედრო დახმარების ნაწილი იყო.

გასული, 2024 წლის განმავლობაში, ფინანსური დახმარების უდიდესი ნაწილი შემდეგ პროგრამებზე ნაწილდებოდა:
  • კონფლიქტები, მშვიდობა და უსაფრთხოება - 54.53 მილიონი დოლარი;
  • მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება - 46.73 მილიონი დოლარი (აქედან დემოკრატიული მონაწილეობა და სამოქალაქო საზოგადოება - 17 მლნ,სასამართლო სისტემის განვითარება - 9.3 მლნ, ადამიანის უფლებები - 8.7 მლნ, მედია - 4 მლნ, საჯარო ფინანსების მართვა - 7.5 მლნ დოლარი);
  • ბიზნესი და ადმინისტრირება - 26.72 მილიონი დოლარი;
  • საოპერაციო ხარჯები - 20.36 მილიონი დოლარი;
  • განათლება - 9.41 მილიონი დოლარი;
  • სოფლის მეურნეობა - 6 მილიონი დოლარი;
  • ენერგეტიკა - 2.2 მილიონი დოლარი;
  • ჯანდაცვა - 2 მილიონი დოლარი;
  • გარემოს დაცვა - 1.33 მილიონი დოლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ სააგენტოების მიხედვით 2024 წელს ყველაზე მეტი პროგრამა და ფინანსური მხარდაჭერა USAID-მა და სახელმწიფო დეპარტამენტმა განახორციელეს. კერძოდ, USAID-ის დახმარება შეადგენდა 111.5 მლნ დოლარის, სახდეპის - 57.6 მლნ დოლარს.
| Print |