პოლიტიკა
აკაკი მაჭუტაძემ იოჰანეს დოპფელს სამცხე-ჯავახეთის განვითარების სტრატეგია გააცნო
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დელეგაციას უმასპინძლა. მხარის გუბერნატორმა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, სამხრეთ კავკასიის კოორდინატორს იოჰანეს დოპფელს, ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული საქმიანობის შედეგები გააცნო.

აკაკი მაჭუტაძემ გერმანელ სტუმრებს 2014-2021 წლების სამცხე-ჯავახეთის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარუდგინა, რომელიც GIZ-ის მხარდაჭერით შემუშავდა.

2018 წელს გაწერილი გეგმის მიხედვით რეგიონში კვლავ ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტები განხორციელდება. დაგეგმილია ასევე ბიზნესის წახალისება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, იოჰანეს დოპფელმა გერმანული მხარის ფინანსური დახმარებით განსახორციელებელი პროექტებიც მოინახულა.


| Print |