SSSS
ეკონომიკა
უძრავი ქონების სექტორი გაურკვეველი ვადით დაპაუზდა
უძრავი ქონების ბაზარი ცოცხალი ორგანიზმია და გარე გამღიზიანებლებზე ძალიან იოლად რეაგირებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ გამღიზიანებლებს შორის სწორედ პოლიტიკური ფაქტორია - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ "რე/მაქს რეალთი პარკის" მმართველმა პარტნიორმა მარიამ სურგულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სექტორზე მაინც ნეგატიურად აისახება.

„2024 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის საკმაოდ მძიმე იყო. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ერთი, რომ ქვეყანა იმყოფებოდა წინასაარჩევნო რეჟიმში და შესაბამისად, მომხმარებლის ქცევა და მოთხოვნაც საკმაოდ თავშეკავებული იყო. მიუხედავად ამისა, მკვლევარებმა მაინც დააფიქსირეს ფასის წლიური 7%-იანი ზრდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის თვითღირებულებების გაძვირებით.

მეორე - 2024 წელს ძალიან ნეგატიური როლი ითამაშა იმ საპროტესტო ტალღებმა, რომელიც პირველად გაზაფხულზე აგორდა, რაც ე.წ. რუსული კანონის მიღებას მოჰყვა. შემდეგ კი მოჰყვა არჩევნების შედეგით და ევროინტეგრაციით პროცესის შეფერხების განცხადებით გამოწვეული აფეთქება, რომელიც დღემდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და რომელმაც გაურკვეველი ვადით სრულიად დააპაუზა უძრავი ქონების სექტორი“
, - განაცხადა „საქმეში“ მარიამ სურგულაძემ.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მოლოდინებს, სურგულაძე ამბობს, რომ 2025-იც არასახარბიელოდ დაიწყო.

„სამწუხაროდ, ჩვენს ბაზარს კრიზისების და რყევების გამოცდილება საკმაოდ აქვს დაგროვილი. მაგრამ საბედნიეროდ, სანქცირების გამოცდილება ნამდვილად არ გვაქვს და არც ჩვენს ბაზარს არ განუცდია ამის სიმძაფრე. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ მთლად ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ იმ ნეგატიურ ეკონომიკურ ეფექტებს, რაც ამ სანქცირებას შეიძლება მოჰყვეს.

მიუხედავად იმისა, რომ სანქციები არ არის საყოველთაო და მიმართულია კონკრეტულ პერსონებზე, ეს ძალიან რეპუტაციული რისკის შემცველია თავად ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი სექტორისთვისაც. ეს რეპუტაციული რისკები პირდაპირი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდონ ისეთ ქვეყნებში ინვესტიციების ჩადებას, რომელიც დიდი სტაბილურობით და უსაფრთხოების გარანტიებით არ გამოირჩევა.

ჩვენმა სექტორმა ეს პროცესი, 2024 წლიდან დღემდე საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. როგორც მოგეხსენებათ, “რე/მაქს რეალთი“ საერთაშორისო კომპანიაა და არის უმსხვილესი გლობალური ბრენდის „რე/მაქსის“ ფრენჩაიზერი საქართველოში. ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა საერთაშორისო ინვესტორია. 2024 წლიდან მოყოლებული ძალიან ნათლად დავინახეთ როგორი იყო ამ მომხმარებლის დამოკიდებულება და როგორ იცვლებოდა მათი ქცევა ინვესტირებასთან დაკავშირებით.

ვთვლი და იმედი მაქვს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამაც გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე და რაღაცნაირად შეაჩეროს ეს პროცესი. რადგან, რაც უფრო ღრმად წავა სანქციები, მით უფრო დამაზიანებელი იქნება, არა მხოლოდ იმ კონკრეტული პირებისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის. ქვეყნის ინტერესი კი უფრო მთავარია ამ სიტუაციაში, ვიდრე კერძო, ვიწრო ინტერესები“,
- განაცხადა „საქმეში“ სურგულაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკვე 50-ე დღეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.

ამასთან, დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა, 15 იანვარს 15:00-დან 18:00 საათამდე საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანი იყო, ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში.
Facebook Twitter
Հայտնի..
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
Օրացույց
«« Հունվար  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/먹튀위크开云体育Savabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetbetigma girişholiganbettürk ifşa킹콩티비onwin스마일퀄리티jojobetholiganbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetสล็อตBetigmajojobetjojobethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereagiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotultrabetthailand digital arrival cardвсе казиноjojobet1xbet girişcratosroyalbetcasibomGalabetmegabahissekabet girişmatbetextrabetjojobet girişjojobet girişiptv satın aljojobetmarsbahispaşacasinobetnanomegabahismarsbahisjojobetmeritkingvdcasinosahabetbetpasromabetcasibomHoliganbetmagic mushroomsvaycasinotaraftarium24grandpashabet girişjojobet girişMMA Streamskiralık hackerholiganbetmatbetcasibom girişcasibomcasibommp3juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibomjojobetlunabetultrabet girişsetrabet girişholiganbetholiganbetjojobetjojobet girişholiganbetdeneme bonusu veren yeni sitelermatbetcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahisivermectinmatbetcasibomлучшие казинолучшие казиноcasibomdeneme bonusu veren sitelercasibom giriş1xbetonwiniptv testcasinolevantjojobet girişholiganbetcasibom girişret casinodeneme bonusu veren siteler 2026Streameastslot gacorTotalsportekartemisbetcasibomjojobetdeneme bonusu veren yeni sitelerSahabet girişunsafe sitefarkbetfarkbetilbetbetplaybetmanibetplayfarkbetcasibomholiganbetholiganbetStreameastлучшие онлайн казинобездепозитный бонус казиноводка казиноmatbetslot online