პროგრამა "აწარმოე საქართველოში" 400–ზე მეტ ბენეფიციარს დააფინანსებს
01.11.2017
“მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა", სამცხე–ჯავახეთში 406 ბენეფიციარს დააფინანსებს.
მეწარმეების ნაწილმა თანხა უკვე მიიღო, ნაწილი კი თანადაფინანსების თანხას ელის. რეგიონში პროექტის ფარგლებში, ორ მილიონ ლარამდე თანადაფინანსება გაიცემა.
პროექტის დირექტორის თქმით, წელს სასოფლო და არასასოფლო შინაარსის პროექტები თანაბრად დაფინანსდა, ბენეფიციართა მხრიდან კი აქცენტი აგროტურიზმზე გაკეთდა. ირინა თხელიძე ამბობს, რომ ბიზნესიდეების ნახევარზე მეტი ახალგაზრდების მიერ არის შეტანილი.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, წელს 1 300 ბიზნეს გეგმა დარეგისტრირდა, საიდანაც მეორე ეტაპზე 500 განაცხადი გადავიდა. დასაფინანსებელი ბენეფიციარები მათი ბიზნეს გეგმის მიხედვით შეირჩნენ.
პროექტი სახელმწიფო პროგრამის – ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.