გაძვირებული მგზავრობის ფონზე, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს უმუშევრობა ემუქრებათ
14.03.2022
საწვავის ფასის მატებასთან ერთად საქალაქთაშორისო მგზავრობაც გაძვირდა. დღეიდან, თბილისი-ახალციხის სამარშრუტო ტაქსის ბილეთის ფასი 12 ლარის ნაცვლად 15 ლარი გახდა. მძღოლების თქმით, მგზავრობის ფასის გაძვირება მოქალაქეებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მგზავრთა ნაკადი, ბოლო პერიოდში ისედაც შემცირებული იყო.