SSSS
საზოგადოება
აგვისტოს ომის ქრონოლოგია
2008 წელს აგვისტოს ომი ცხინვალის რეგიონში ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტებს შორის კონფლიქტით დაიწყო. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ ცხინვალის ასაღებად სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა მასობრივად შეიყვანა. თუმცა, არაერთი მტკიცებულება და მონაცემი მიუთითებს, რომ რუსეთს მძიმე ტექნიკა ცხინვალის რეგიონში გაცილებით ადრე ჰყავდა შეყვანილი და ომისთვის ემზადებოდა.

როგორ მივედით ომამდე - მივყვეთ ქრონოლოგიას:

1 აგვისტო

ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე აფეთქდა ორი მართვადი ნაღმი, მძიმედ დაშავდა ხუთი პოლიციელი. ცხინვალში სნაიპერმა მოკლა 3 ადამიანი. ღამით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმი თავს დაესხა ქართულ სოფლებს. დაიბომბა ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ავნევი, ნული, ერედვი და ზემო ფრისი. ინტენსიური სროლები დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 - დაიჭრა.

2 აგვისტო

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან სროლის საპასუხოდ ცეცხლი იხსნება ქართული მხრიდან, თუმცა მალევე წყდება მიღებული ბრძანების შემდეგ, რათა თავიდან აეცილებინათ დაპირისპირების ესკალაცია. 2 აგვისტოს 02:00 საათისთვის დაღუპული იყო 6 და დაჭრილი იყო 7 ადამიანი.

3 აგვისტო

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებული ძალები ყორნისსა და ველებში განლაგდნენ და დვანში პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ. დაიწყო ევაკუაცია, ცხინვალის რეგიონი 500-ზე მეტი ადამიანმა დატოვა. სეპარატისტებმა დაბომბეს 15 ქართული სოფელი და დაჭრეს 19 მშვიდობიანი მოქალაქე.

4 აგვისტო


რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი როკის გვირაბის სიახლოვეს იქნა დისლოცირებული, ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს. ღამით 10 ერთეული ჯავშანტექნიკა რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა და გაუნაწილდა დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულ დაჯგუფებებს.

5 აგვისტო

განახლდა ქართული სოფლების დაბომბვა.

6 აგვისტო

ქართულმა მხარემ ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა, რის გამოც სამი ქართველი სამშვიდობო ჯარისკაცი დაიჭრა. იმავე ღამეს სროლებმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რის გამოც ქართულმა მხარემ სროლები განაახლა. ცხინვალის მცხოვრებლები გახიზვნას იწყებენ, ხოლო ქართულმა მხარემ ტანკები, არტილერია და ჯარები რეგიონის საზღვართან მიიყვანა.


7 აგვისტო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ათი ჯარისკაცი დაიღუპა. დღის ბოლოს პრეზიდენტის ბრძანებით ქართულმა მხარემ ცალმხრივი სროლის შეწყვეტა გამოაცხადა. სააკაშვილმა მხარეებს „ნებისმიერ ფორმატში“ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტაზე სააკაშვილის წინადადების შემდეგ, თავდასხმებმა ქართულ სოფლებზე უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. საღამოს ქართულმა მხარემ საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სანამ ქართული მხარე იერიშს დაიწყებდნენ, 58-ე რუსული არმია როკის გვირაბით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოვიდა.

8 აგვისტო

ქართული მხარე ირწმუნება, რომ ცხინვალი თითქმის აღებულა და ქართული ძალები რეგიონის ორ-მესამედს აკონტროლებენ. ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალის რეგიონში ასობით შეიარაღებული მოხალისე დაიძრა. სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად მოხალისეები აფხაზეთიდანაც გაემართნენ.

8 აგვისტოდან კონფლიქტში რუსეთი ოფიციალურად ვლადიერ პუტინის განცხადების შემდეგ ჩაერთო, რა დროსაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს "აგრესიული ქმედებები" დაგმო.

რუსულმა ბომბდამშენებმა ბობი ჩამოაგდეს ქარელის პოლიციასთან, ბომბები ჩამოცვივდა გორის სიახლოვესაც, ორი ბომბი ჩამოაგდეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. ასევე დაბომბეს სამხედრო აეროდრომი მარნეულში, რა დროსაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

9 აგვისტო

რუსებმა ასევე დაბომბეს ფოთის პორტი და აგრძელებდნენ სამოქალაქო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დაბომბვას. დილით ადრე, ასევე დაიბომბა ვაზიანის აერდრომის ასაფრენი ბილიკი. რუსეთის ბომბდამშენებმა დაბომბეს სენაკის სამხედრო ბაზა. დაიღუპა 13 ქართველი ჯარისკაცი და ათზე მეტი დაიჭრა. ორმა რუსულმა მოიერიშემ ქართული არტილერიის პოზიციები დაბომბა გორთან. ხუთი ადამიანი დაიღუპა, როდესაც სულ მცირე ერთი ბომბი ქალაქ გორში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. რუსეთის საჰაერო ძალებმა დაბომბეს კოდორის ხეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში, 15 დღის განმავლობაში, საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

10 აგვისტო


ქართულმა ძალებმა ცხონვალი დატოვეს. საქართველომ ცეცხლის შეტყვეტა მოითხოვა და რუსეთს მოლაპარაკება შესთავაზა. რუსეთმა დაადასტურა შემოთავაზების მიღება, თუმცა განაცხადა, რომ „ქართველებს არ შეუწყვეტიათ სამხედრო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში და დაბომბვას აგრძელებენ.“ მედიის ცნობით საქართველო დათანხმდა რუსეთის სამშვიდობოების შესვლას ზუგდიდში.

11 აგვისტო

დასავლეთის ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს შიში იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოს მთავრობის დამხობას აპირებდა. რუსეთმა საქართველოს ოკუპაციის მცდელობა უარყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საჰაერო დაბომბვის შემდეგ რუსეთმა გორში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ქართულმა მხარემ მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.

12 აგვისტო

ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში - 16 აგვისტოს.

პარლამეტის წინ შეკრებილ მოსახლეობას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, რომ საქართველო რუს სამშვიდობოებს ოკუპანტებად, ხოლო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადებდა.
Facebook Twitter
Հայտնի..
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
Օրացույց
«« Հունվար  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/mtweek.com开云体育seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetbetigma girişbetasusdizipaltürk ifşa킹콩티비matadorbet스마일퀄리티holiganbetholiganbethuqqabetสล็อตเว็บตรงสล็อตเว็บตรงBetigmajojobetholiganbethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereanesinecasinomagic mushroomsholiganbethd porno izlebetasus girişmatbet girişStreameastkiralık hackerpusulabetbetparkcasibom girişcasibomcasibommp3juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibomjojobetlunabetultrabet girişsetrabet girişholiganbetholiganbetholiganbetjojobet girişholiganbetdeneme bonusu veren yeni sitelermatbetcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahisiptvmatbetcasibomлучшие казинолучшие казиноcasibomdeneme bonusu veren sitelercasibom giriş1xbetonwiniptv testcasinolevantjojobet girişholiganbetjojobetret casinodeneme bonusu veren siteler 2026Streameastslot gacorTotalsportekjojobetcasibomjojobetdeneme bonusu veren yeni sitelerSahabet giriştelegram ifşagoogleparazitgoogleparazittrslotnerobetefescasinosmartbahisgoogleparazitcasibomholiganbetpusulabetStreameastлучшие онлайн казинобездепозитный бонус казиноводка казиноslot onlinegiftcardmall/mygifttest-anahtar-1holiganbetholiganbet girişjojobetjojobetjojobetGiftcardmall/Mygiftjojobetjojobet girişcasibomcasibom girişextrabetdizipalgiftcardmall/mygiftBetloramarsbahisgiftcardmall/mygiftjojobetjojobetjojobetjojobetgrandpashabetvdcasinotipobetcasibomvaycasino girişjojobet 1126holiganbet 1196สล็อตmatbetmatbet