SSSS


საზოგადოება
თურქეთში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
10 აგვისტოს, თურქეთის აღმოსავლეთით, მალათიის პროვინციაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი იეშილიურტის რაიონი იყო.

მიწისძვრა იგრძნობოდა ახლომდებარე პროვინციებში, მათ შორის კაჰრამანმარაში, ადიამანში, შანლიურფასა და გაზიანთეპში.

თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მალათიის გუბერნატორის თქმით, დაინგრა მიტოვებული შენობა, რომელიც 6 თებერვლის ძლიერი მიწისძვრის დროს დაზიანდა. მისივე ცნობით, პანიკაში ჩავარდნილი ერთ-ერთი ადამიანი აივნიდან გადახტა.

მსხვერპლის, ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, თებერვალში თურქეთში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განადგურდა სახლები, გზები, დაიღუპა მინიმუმ 50 000 ადამიანი და დაშავდა ათასობით. ქვეყანაში მომხდარის გამო საგანგებო მდგომარეობაც იყო გამოცხადებული.
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
Օրացույց
«« Մայիս  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.